როგორც მოგეხსენებათ, ევრო 2024-ის დაწყებამდე სულ რამდენიმე დღე რჩება, რასაც მთელი საფეხბურთო სამყარო მოუთმენლად ელის.
აღსანიშნავია, რომ ტურნირის წინ ცნობილმა რუსმა კომენტატორმა დიმიტრი გუბერნიევმა განაცხადა, რომ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს უქომაგებს.
"ევრო 2024-ზე ჩემი ფავორიტები მეყოლება. მე საქართველოსა და სერბეთს ვუგულშემატკივრებ.
"მინდა, რომ მათ წარმატებები ვუსურვო. ამ ნაკრებების კარგ ასპარეზობას ტაშით შევხვდები", - ამბობს რუსი კომენტატორი.
აქვე უნდა ვთქვათ ისიც, რომ რამდენიმე დღის წინ რუსეთის საფეხბურთო ნაკრების მწვრთნელის ვალერი კარპინის მეუღლემ დარია კარპინამ თქვა, რომ ისიც ჩვენს ნაკრებს უქომაგებს.