ქართველი ფეხბურთელის შეძენით არაერთი კლუბია დაინტერესებული, თუმცა „ნაპოლი“ მის მარტივად დათმობას არ აპირებს. გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, „პსჟ“ მბაპეს შემცვლელს ეძებს და ამიტომაც მზადაა, რომ ხვიჩას შესაძენად 100 მილიონი გადაიხადოს. თუმცა, La Repubblica-ს მიერ გამოქვეყნებული დეტალების მიხედვით, იტალიური კლუბის წარმომადგენლებმა აღნიშნულ შეთავაზებაზეც უარი თქვეს.
Corriere Dello Sport ნაპოლისა და მისი პრეზიდენტის გადაწყვეტილების დეტალებსაც აქვეყნებს. აღნიშნული ინფორმაციის მიხედვით, ხვიჩა ხელშეუხებელია და „ნაპოლის“ ახალი მწვრთნელი მასზე დიდ იმედებს ამყარებს. შესაბამისად, იგი ანტონიო კონტეს ფეხბურთელების სიაში დარჩება, თუკი „ნაპოლი“ 130 მილიონზე უფრო დიდი ოდენობის შეთავაზებას არ მიიღებს უახლოეს მომავალში.
კლუბი ასევე აქტიურად მუშაობს ქართველ ფეხბურთელთან ახალი კონტრაქტის გაფორმებაზე, რომელიც ხელფასის ოდენობის გაზრდისა და ხვიჩას იტალიაში დარჩენის გარანტი იქნება.