როგორც მოგეხსენებათ, კრიშტიანუ რონალდუ საუდი პრო ლიგის გასული სეზონის საუკეთესო ბომბარდირია.
პორტუგალიელი ამ შედეგით, გახდა ერთადერთი ფეხბურთელი, რომელიც 4 სხვადასხვა ქვეყნის უმაღლეს ჩემპიონატში სეზონის საუკეთესო მეგოლე გახდა.
ამ ფაქტთან დაკავშირებით, კრიშტიანუმ ინსტაგრამზე პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც თავის ყველა ყოფილ გუნდს მადლობა მოუხადა:
"ამაყი ვარ, რომ ისტორიაში გავხდი პირველი ადამიანი, რომელიც 4 ქვეყანაში ბომბარდირი გახდა"
"დიდი მადლობა ყველა იმ გუნდს, გუნდელებსა და შტაბს ("მანჩესტერი", "რეალი", "იუვენტუსი", "ალ-ნასრი") რომლებიც ამ მიღწევაში დამეხმარნენ", - წერს კრიშტიანუ.