„ნაპოლი“ მომავალ წელს გადახალისებული შემადგენლობით შეხვდება. Corriere dello Sport-ის გავრცელებული ინფორმაციით, მომავალი სეზონისთვის იტალიური კლუბის ლიდერებს ანტონიო კონტე დააკომპლექტებს.
იტალიელი სპეციალისტი ახალი გუნდის აშენებას 4 ვარსკვლავის ირგვლივ აპირებს. კონტეს ფავორიტების სიაში ჯოვანი დი ლორენცო, სტანისლავ ლობოტკა, ანდრე-ფრანკ ზამბო ანგისა და ხვიჩა კვარაცხელია მოხვდნენ. შესაბამისად, უახლესი ინფორმაციის თანახმად ანტონიო ქართველი ფეხბურთელის გაყიდვის წინააღმდეგია და მასზე დიდ იმედს ამყარებს.
მიუხედავად ამისა, ხვიჩას ირგვლივ კვლავ არ წყდება სატრანსფერო ციებ-ცხელება. ჯერ კიდევ უცნობია, გადავა თუ არა იგი „პსჟ“-ს რიგებში, რეკორდული სატრანსფერო გარიგების სანაცვლოდ.