ისევ ბოლომდე გაგვწირეს - რომელ ადგილზე დააყენა საქართველოს ნაკრები ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა გამოცემამ » isport.ge
5 თვის და 3 კვირის წინ
ზურა ახალკაცი
Aa

ისევ ბოლომდე გაგვწირეს - რომელ ადგილზე დააყენა საქართველოს ნაკრები ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა გამოცემამ

საქართველოს ეროვნული ნაკრები წელს ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებს. სწორედ აღნიშნული ტურნირის მონაწილე გუნდების სიძლიერე და გამარჯვების შანსი შეაფასა ცნობილმა გამოცემამ. Goal.com-ის მიერ გამოქვეყნებული რეიტინგის მიხედვით, ფავორიტების სიის სათავეში საფრანგეთი მოექცა. 

საქართველოს ჯგუფში მოხვედრილი ნაკრებებიდან მხოლოდ პორტუგალია მოხვდა სიის მოწინავე პოზიციებს შორის. მათ Goal-ის სიაში მეორე ადგილი ხვდათ წილად. მიუხედავად ამისა, ქართველი ფეხბურთელების ჯგუფში განთესილ ნაკრებებს შორის საქართველოს ნაკრებს მაინც ყველაზე ცუდი შეფასება მიანიჭეს. 

Goal.com-ის მიერ შედგენილი EURO 2024-ის მონაწილეთა სიძლიერის სარეიტინგო სია ასე გამოიყურება:

  1. საფრანგეთი
  2. პორტუგალია
  3. ბელგია
  4. ინგლისი
  5. გერმანია
  6. ესპანეთი
  7. იტალია
  8. უნგრეთი
  9. ავსტრია
  10. ნიდერლანდები
  11. ხორვატია
  12. დანია
  13. თურქეთი
  14. უკრაინა
  15. სლოვაკეთი
  16. შვეიცარია
  17. ჩეხეთი
  18. სლოვენია
  19. რუმინეთი
  20. შოტლანდია
  21. სერბეთი
  22. პოლონეთი
  23. ალბანეთი
  24. საქართველო

ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტ ნაკრებთან ერთად ჯგუფში მოხვედრილი საქართველოს ნაკრები რეიტინგის ბოლო ადგილზე მოხვდა, თუმცა ეს სია არაოფიციალურია და გუნდების რეალურ ძალას ზუსტად არ ასახავს.

Facebook კომენტარები