ბელგიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე „რეალის“ ვარსკვლავის გარეშე გაემგზავრება. გუნდის მთავარმა მწვრთნელმა 25 კაციანი შემადგენლობა გამოაცხადა, ხოლო კურტუას დანაკლისზე მოკლე კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, ბელგიელი მეკარე ყოველ 3-4 დღეში მატჩის ჩასატარებლად ჯერ კიდევ არ არის ფიზიკურად მზად.
დომენიკო ტედესკო ჯგუფური ეტაპის დასაძლევად უკრაინის, სლოვაკეთის და რუმინეთის ნაკრებებს ასეთი შემადგენლობით დაუპირისპირდება:
მეკარეები: კუნ კასტელსი (ვოლფსბურგი), ტომას კამინსკი (ლუთონი), მატც სელსი (ნოტინგემ ფორესტი).
მცველები: ტიმოთი კასტანი (ფულჰემი), ზენო დებასტი (ანდერლეხტი), მაქსიმ დე კიოიპერი (ბრიუგე), ვაუტ ფასი (ლესტერი), ტომა მუნიე (ტრაბზონსპორი), არტურ ტეატი (რენი), იან ვერტონგენი (ანდერლეხტი).
ნახევარმცველები: კევინ დე ბრუინი (მანჩესტერ სიტი), ორელ მანგალა (ლიონი), ამადუ ონანა (ევერტონი), იური ტილემანსი (ასტონ ვილა), არტურ ვერმერენი (ატლეტიკო), ასტერ ვრანკსი (ვოლფსბურგი), აქსელ ვიტსელი (ატლეტიკო).
თავდამსხმელები: იოჰან ბაკაიოკო (პსვ), იანიკ კარასკო (ალ შაბაბი), შარლ დე კეტელარე (ატალანტა), ჯერემი დოკუ (მანჩესტერ სიტი), რომელუ ლუკაკუ (რომა), დოდი ლუკებაკიო (სევილია), ლუის ოპენდა (ლაიპციგი), ლეანდრო ტროსარი (არსენალი).