ევროპის ჩემპიონატის ფარგლებში ქართველი ფეხბურთელები ჩეხეთთან ერთად არიან ჯგუფში განთავსებული. შესაბამისად, საკმაოდ საინტერესოა ივან ჰაშეკის მიერ დასახელებული შემადგენლობის გაცნობა, რადგან სწორედ მათ პირისპირ იბრძოლებს საქართველოს ნაკრები პლეი ოფის ეტაპზე გასვლისათვის.
ჩეხეთის მთავარმა მწვრთნელმა წინასწარი 26 კაციანი განაცხადი გამოაქვეყნა, თუმცა მას წარმოდგენილი შემადგენლობის შეცვლის უფლება ჯერ კიდევ აქვს, 7 ივნისამდე.
ასეთია იმ ფეხბურთელების წინასწარი სია, რომელთა ნაწილიც სავარაუდოდ საქართველოს ნაკრებს დაუპირისპირდება ჯგუფურ ეტაპზე:
მეკარეები: ვიტეშლავ იაროში (შტურმი), მატეი კოვარი (ლევერკუზენი), ინდრიხ სტანეკი (სლავია).
მცველები: ვლადიმირ ცოუფალი (ვესტ ჰემი), დავიდ დუდერა (სლავია), ტომაშ გოლეში (სლავია), რობინ ჰრანაცი (პლზენი), დავიდ იურაშეკი (ჰოფენჰაიმი), ლადისლავ კრეიჩი (სპარტა), მარტინ ვიტიკი (სპარტა), ტომაშ ვლჩეკი (სლავია), დავიდ ზიმა (სლავია).
ნახევარმცველები: ანტონინ ბარაკი (ფიორენტინა), ვაცლავ ჩერნი (ვოლფსბურგი), ლუკაშ ჩერვი (პლზენი), მატეი იურაშეკი (სლავია), ონდრეი ლინგრი (ფეიენოორდი), ლუკაშ პროვოდი (სლავია), მიხალ სადილეკი (ტვენტე), ტომაშ სოუჩეკი (ვესტ ჰემი), პაველ სულცი (პლზენი).
შემტევები: ადამ ჰლოზეკი (ლევერკუზენი), ტომაშ ჩორი (პლზენი), მოიმირ ჩიტილი (სლავია), იან კუჩტა (სპარტა), პატრიკ შიკი (ლევერკუზენი).
საქართველოსა და ჩეხეთის ნაკრებები ერთმანეთს ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე, 22 ივნისს დაუპირისპირდებიან.