როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ნაკრებისა და “ნაპოლის” ახალგაზრდა ფეხვურთელზე, ხვიჩა კვარაცხელიაზე ბოლო დროის განმავლობაში არაერთი ჭორი ვრცელდება.
გავლენიანი სპორტული ჟურნალისტის, ჯანლუკა დი მარციოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მამუკა ჯუღელმა პსჟ-ს მხრიდან 100 მილიონიანი შეთავაზება დაადასტურა.
კვარაცხელიას აგენტი La Gazzeta Georgia-ს ესაუბრა:
“საუდის არაბეთის ინტერესი კვარაცხელიას მიმართ სიმართლეს არ შეესაბამება. ფეხბურთელის მიმართ არის პსჟ-ს ინტერესი და შეთავაზება, მაგრამ ყველაფერი "ნაპოლის" და მისი პრეზიდენტის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული”. - განაცხადა ჯუღელმა.
შესაბამისად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე კვარაცხელიასთან დაკავშირებით დიდი ამბები გველის.