როგორც იცით, საქართველოს ნაკრებმა აუხდენელი ოცნება აიხდინა და ევროპის ჩემპიონატზე გავიდა. ტურნირის წინ მოსამზადებლად ეროვნული ნაკრები ავსტრიაში გაემგზავრა. გაფრენამდე კი ბუდუ ზივიზვაძემ მედიასთან ისაუბრა.
“ევროპის ჩემპიონატისთვის მზად ვარ არა მარტო მე, არამედ მთელი გუნდი.”
“ამ ტურნირისთვის ყველა ერთად მოვემზადებით. მაქსიმუმს გავაკეთებთ, რომ გერმანიიდან, რაც შეიძლება გვიან და თავაწეულები დავბრუნდეთ. ჩვენთვის და ჩვენი ქვეყნისათვის უფრო კარგი იქნება, რაც მეტს ვითამაშებთ”, - განაცხადა “კარლსრუეს თავდამსხმელმა.
აქვე გეტყვით, რომ ევროპის ჩემპიონატი 14 ივნიsს იწყება, ხოლო საქართველოს ეროვნული ნაკრები პირველ მატჩს თურქეთთან 18 ივნის გამართავს.