"FourFourTwo" ევრო 2024-ზე მონაწილე გუნდების შეფასებას აგრძელებს. ცნობილმა გამოცემამ ამჯერად ეროვნული ნაკრებების მწვრთნელების რეიტინგი გამოაქვეყნა. სიის სათავეში დიდიე დეშამი მოექცა. საფრანგეთის ნაკრების თავკაცის შემდეგ, რეიტინგის მეორე ადგილზე ლუჩანო სპალეტია დასახელებული. ტოპ 3 მწვრთნელის სია საფრანგეთისა და იტალიის მწვრთნელებთან ერთად იულიან ნაგელსმანმა დააკომპლექტა, რომელიც ევროტურნირზე გერმანიას ხელმძღვანელობს.
საქართველოს ნაკრების მწვრთნელი FourFourTwo-ს მიერ გამოქვეყნებული რეიტინგის მიხედვით, რიგით მეთხუთმეტე ადგილზე გავიდა. საქართველოს ნაკრების ჯგუფში მოხვედრილ ნაკრებებს შორის პორტუგალიისა და თურქეთის მწვრთნელებმა ვილი სანიოლზე უკეთესი პოზიცია მოიპოვეს. რობერტო მარტინესი მე-6 ადგილზე გავიდა, ხოლო ვინჩენცო მონტელა მე-13 პოზიციაზე. რეიტინგის ბოლო პოზიცია სწორედ ჩეხეთის თავკაცს, ივან ჰაშეკის ხვდა წილად. მას რიგით ოცდამესამე ადგილი მიაკუთვნეს.