ცნობილი გამოცემები უკვე დიდი ხანია ავრცელებენ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ იტალიური კლუბის მწვრთნელის პოსტზე შესაძლოა კონტე დაინიშნოს. „ნაპოლი“ იტალიელ სპეციალისტს წელიწადში 6.5 მილიონს სთავაზობს ანაზღაურების სახით, ხოლო კონტრაქტის გაფორმებას 2027 წლის სეზონის ბოლომდე.
როგორც Corriere della Sera იუწყება, „ნაპოლის“ შესაძლოა ოსიმენი გამოაკლდეს, ხოლო მისი შემცვლელი კონტეს უკვე შერჩეული ჰყავს. იტალიური კლუბის ვარსკვლავის ნაცვლად კონტემ შესაძლოა ლუკაკუ მოითხოვოს.
ოსიმენმა წლევანდელ სეზონში 17 გოლი და 4 საგოლე პასი დააგროვა, 32 მატჩში. მისმა პოტენციურმა შემცვლელმა კი „რომას“ მაისურით 21 გოლი და ასევე 4 საგოლე გადაცემა მიითვალა ანგარიშზე, 47 მატჩში მონაწილეობის შემდეგ. ლუკაკუმ წლევანდელი სეზონი „რომას“ რიგებში გაატარა, სადაც იგი ჩელსის იჯარით ჰყავს განათხოვრებული. შესაბამისად, იგი შეიძლება სერია ა-ში უფრო დიდი ხნით დარჩეს, თუკი კონტეს გეგმები რეალურად განხორციელდება.