საქართველოს ეროვნული ნაკრები ევრო 2024-ზე თურქეთის, პორტუგალიისა და ჩეხეთის ნაკრებთან ერთად მოხვდა ჯგუფში. ქართველი ფეხბურთელები ვინჩენცო მონტელას გუნდს 18 ივნისს დაუპირისპირდებიან. თურქეთის ნაკრების მწვრთნელმა ახლახან გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნულ მატჩზე და ჯგუფის სირთულეზე ისაუბრა.
მონტელას თქმით, თურქეთის ჯგუფში მოხვედრილი სამივე მეტოქე განსხვავებული სტილის ფეხბურთს თამაშობს, თუმცა მათ შორის ყველაზე რთული მატჩი საქართველოს ნაკრებთან ელოდება.
თურქეთის მწვრთნელის განცხადებით, საქართველოს ნაკრებმა უდიდესი ერთიანობა გამოავლინა როგორც ევროტურნირების საკვალიფიკაციო გზაზე, ისე საბერძნეთთან ფინალში თამაშისას. მონტელამ ასევე დაამატა, რომ სწორედ ამიტომ სცემს იგი დიდ პატივს საქართველოს ნაკრებს, მიუხედავად იმისა, რომ ისინი სარეიტინგო სიაში თურქეთზე დაბლა არიან განთავსებული.