Transfermarkt-ის ინფორმაციაზე დაყრდნობით შედგენილია ევრო 2024-ის ყველაზე ძვირადღირებული, 23-წლამდე ფეხბურთელების ტოპ 11. აღსანიშნავია, რომ ყველაზე მაღალფასიან თერთმეტეულში ორი ფეხბურთელი მოხვდა.
ევროპული ტურნირის ყველაზე ძვირადღირებული ახალგაზრდების საერთო სია ასე გამოიყურება:
მეკარე: გიორგი მამარდაშვილი, საქართველო
სატრანსფერო ფასი: 35 მილიონი ევრო
მარჯვენა ცენტრალური მცველი: ვილიამ სალიბა, საფრანგეთი
სატრანსფერო ფასი: 80 მილიონი ევრო
მარცხენა ცენტრალური მცველი: მიკი ვან დე ვენი, ნიდერლანდები
სატრანსფერო ფასი: 50 მილიონი ევრო
მარჯვენა მცველი: ჯერემი ფრიმპონგი, ნიდერლანდები
სატრანსფერო ფასი: 50 მილიონი ევრო
მარცხენა მცველი: იოშკო გვარდიოლი, ხორვატია
სატრანსფერო ფასი: 75 მილიონი ევრო
საყრდენი ნახევარმცველი: ედუარდო კამავინგა, საფრანგეთი
სატრანსფერო ფასი: 90 მილიონი ევრო
ცენტრალური ნახევარმცველი: ჯუდ ბელინგემი, ინგლისი
სატრანსფერო ფასი: 180 მილიონი ევრო
შემტევი ნახევარმცველი: ფლორიან ვირტცი, გერმანია
სატრანსფერო ფასი: 110 მილიონი ევრო
მარჯვენა შემტევი: ფილ ფოდენი, ინგლისი
სატრანსფერო ფასი: 130 მილიონი ევრო
მარცხენა შემტევი: ხვიჩა კვარაცხელია, საქართველო
სატრანსფერო ფასი: 80 მილიონი ევრო
ცენტრალური შემტევი: რასმუს ჰოილუნდი, დანია
სატრანსფერო ფასი: 65 მილიონი ევრო