ესპანური გრანდის პრეზიდენტს ჩავისთან კონტრაქტის გაგრძელება აღარ სურს. მისი დავალებით, კლუბის წარმომადგენლები პოტენციურ ახალ მწვრთნელს შეხვდნენ და კონტრაქტის დეტალებზე მოლაპარაკებები წარმატებით შედგა.
ჟოან ლაპორტას დავალებით, დეკუ და ბოიან კრკიჩი ლონდონში იმყოფებოდნენ, სადაც ჰანს ფლიკთან გააფორმეს წინასწარი შეთანხმება. AS-ის ცნობით, სწორედ ფლიკი გადაიბარებს „ბარსელონას“ მენეჯერის როლს, ჩავის გუნდიდან წასვლის შემდეგ.
უახლესი ინფორმაციის თანახმად, კლუბის პრეზიდენტი ახლანდელ მწვრთნელს მომავალ კვირაში გაესაუბრება და მისი დათხოვნის შესახებ ინფორმაციასაც აღნიშნული შეხვედრის შემდეგ გაასაჯაროებს. AS-ის განცხადებით, ჩავის ჩანაცვლების შემთხვევაში ფლიკი ესპანურ გრანდთან 2 წლიან კონტრაქტს გააფორმებს.