საქართველოს ნაკრების თამაში გაუქმდა - ქართველი ფეხბურთელები პირდაპირ ავსტრიაში გაემგზავრებიან » isport.ge
6 თვის წინ
ზურა ახალკაცი
Aa

საქართველოს ნაკრების თამაში გაუქმდა - ქართველი ფეხბურთელები პირდაპირ ავსტრიაში გაემგზავრებიან

ალექსანდრე იაშვილმა პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. უახლესი ინფორმაციის მიხედვით, ქართველი ფეხბურთელები ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებელ ეტაპზე ამხანაგური თამაშის გამართვას აპირებდნენ საქართველოში. თუმცა, აღნიშნული მატჩი ოფიციალურად გაუქმდა.

ალექსანდრე იაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ფეხბურთელების უმრავლესობა სეზონს 26 მაისს ასრულებს, რის გამოც საგურამოში შეკრების გაუქმება გახდა საჭირო. შესაბამისად, ნაკრები პირდაპირ 2 ივნისის შემდეგ, ავსტრიაში შეიკრიბება. 

მსგავსი გეგმის ცვლილებებმა ასევე გამოიწვია მატჩების განრიგის შეცვლაც. საქართველოს ნაკრებს ერთ-ერთი ქვეყნის წარმომადგენლებთან ჰქონდათ დაგეგმილი ამხანაგური შეხვედრა, თუმცა აღნიშნულმა მეტოქემ მეგობრული თამაშის ჩატარებაზე უარი თქვა მას შემდეგ, რაც საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე გავიდა. დარჩენილ გუნდებთან ამხანაგური შეხვედრის ჩატარებაზე კი თვითონ ქართულმა მხარემ თქვა უარი.

Facebook კომენტარები