საქართველოს ნაკრების თამაშს გაუქმება ემუქრება - ფეხბურთელების შეკრების ადგილი კითხვის ნიშნის ქვეშ » isport.ge
6 თვის წინ
ზურა ახალკაცი
Aa

საქართველოს ნაკრების თამაშს გაუქმება ემუქრება - ფეხბურთელების შეკრების ადგილი კითხვის ნიშნის ქვეშ

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატზე გამოსასვლელად მზადებას განაგრძობს. თუმცა, მათ მიერ დაგეგმილი აქტივობების სია შესაძლოა რადიკალურად შეიცვალოს.

GEO TEAM-ის მიერ გამოქვეყნებული უახლესი ინფორმაციის თანახმად, ქართველი ფეხბურთელები შესაძლოა ავსტრიაში გაემგზავრონ შესაკრებად, საგურამოს ნაცვლად. აღნიშნული გადაწყვეტილების დაზუსტებას ფეხბურთის ფედერაცია უახლოეს მომავალში გეგმავს. 

იმ შემთხვევაში, თუკი საქართველოს ნაკრები ავსტრიაში შეიკრიბება სავარჯიშოდ, მაშინ საქართველოში დაგეგმილი ღია ვარჯიში და ამხანაგური მატჩი გაუქმდება. 

 

Facebook კომენტარები