ევროპა ლიგაზე 1/8-ფინალური წყვილები გაირკვა » isport.ge
9 თვის წინ
გიორგი რაზმაძე
Aa

ევროპა ლიგაზე 1/8-ფინალური წყვილები გაირკვა

შვეიცარიის ქალაქ ნიონში ევროპა ლიგის მერვედფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა, სადაც წინასაპლეიოფო რაუნდში გამარჯვებული გუნდები ჯგუფიდან პირველი ადგილით გასულ გუნდებთან დაწყვილდნენ.

ტურნირის მთავარ ფავორიტად შერაცხული "ლივერპული" პრაღის "სპარტას" დაუპირისპირდება. პირველი მატჩი ჩეხეთში გაიმართება, საპასუხოს კი "ენფილდი" უმასპინძლებს.

"მარსელი" "ვილიარეალს" შეხვდება, "რომა" "ბრაიტონთან" მოსინჯავს ძალებს, "ვესტ ჰემი" კი "ფრაიბურგს" შეერკინება.

ყველა წყვილი ასე გამოიყურება:

  • სპარტა პრაღა v ლივერპული
  • მარსელი v ვილიარეალი
  • რომა v ბრაიტონი
  • ბენფიკა v რეინჯერსი
  • ფრაიბურგი v ვესტ ჰემი
  • სპორტინგი v ატალანტა
  • მილანი v სლავია პრაღა
  • ყარაბაღი v ბაიერ ლევერკუზენი

შეგახსენებთ, რომ მერვედფინალური მატჩები 7 და 14 მარტს გაიმართება. რაც შეეხება ფინალს, იგი 22 მაისს, დუბლინში, "ავივა სთედიუმზეა" ჩანიშნული.

Facebook კომენტარები