ასეთი რამ გააკეთეს "ბილბაოში", რომ უნაი სიმონს გიორგი მამარდაშვილი დაემარცხებინა » isport.ge
6 თვის წინ
ნიკა მშვილდაძე
Aa

ასეთი რამ გააკეთეს "ბილბაოში", რომ უნაი სიმონს გიორგი მამარდაშვილი დაემარცხებინა

როგორც მოგეხსენებათ, გიორგი მამარდაშვილი ლა ლიგაში ზამორას ჯილდოსთვის იბრძივს.

აღსანიშნავია, რომ ქართველი მეკარის მთავარ კონკურენტს "ატლეტიკ ბილბაოს" კარის დარაჯი უნაი სიმონი წარმოადგენს.

საგულისხმოა ის ფაქტი, რომ ამ პრიზის მოსაგებად მეკარემ ჩემპიონატში მინიმუმ 28 მატჩში 60+ წუთი მოედანზე უნდა გაატაროს.

ეს წესი კი ბასკებმა თავიანთვის სასარგებლოდ გამოიყენეს და ესპანელ გოლკიპერს პრიზის მოგების იდეალური საშუალება მისცეს.

კერძოდ, ლა ლიგის 36-ე ტურში ერნესტო ვალვერდემ, წესების დაცვის მიზნით, სიმონი მოედანზე 62 წუთი ათამაშა, რის შემდეგ ის მინდვირდან გაიყვანა.

ასევე უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ 37-ე ტურში ესპანელმა მთავარმა მწვრთნელმა უნაი განაცხადის მიღმა დატოვა და მის ნაცვლად ხულენ აგრიზებალა ათამაშა.

საპირისპიროდ კი მამარდაშვილი მონაწილეობას ყველა მატჩში იღებს. გიორგიმ ლა ლიგის ამ სეზონის ერთადერთი შეხვედრა მხოლოდ დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვა.

ბოლოს კი მოგახსენებთ ზამორას ტიტულისთვის ბრძოლაში მყოფი მეკარეების შედეგებს - უნაი სიმონი 33 გაშვებული გოლი, ალექს რემირო 34, გიორგი მამარდაშვილი 39.

Facebook კომენტარები