როგორც მოგეხსენებათ, ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე 1 თვეზე ნაკლები რჩება.
აღსანიშნავია, რომ გაირკვა, თუ როდის გამოაცხადებს ვილი სანიოლი საქართველოს ეროვნული ნაკრების განაცხადს ამ ტურნირისთვის.
გაირკვა, რომ ფრანგი სპეციალისტი ფეხბურთელების სიას მომდევნო კვირაში გამოაქვეყნებს.
აქვე გეტყვით იმასაც, რომ UEFA-მ ეროვნულ ნაკრებებს დართო ნება, 24 მოთამაშის ნაცვლად, 26 ფეხბურთელი გამოიძახონ.