საქართველოს ნაკრებისა და "მილანის" ყოფილმა მცველმა, კახა კალაძემ რამდენიმე წლის წინ გამოცემა, Secolo XIX-სთან ინტერვიუში მისი ყველაზე უხერხული მეტოქე დაასახელა:
"ყველაზე რთულად გასამკლავებელი ფორვარდი? - ცხადია, აქ დელპიეროს ვიტყვი, რადგან მას შეეძლო, რომ ნებისმიერ მომენტში, არსაიდან ბრწყინვალე ცრუ მოძრაობა გაეკეთებინა და მეტოქე გაებითურებინა"
"თუმცა მალევე სერია A-ში შვედი ფეხბურთელი, ზლატან იბრაჰიმოვიჩი გამოჩნდა და ყველა მცველს საქმე ძალიან გაურთულა, ის ძალიან შემაწუხებელი იყო. ზლატან იბრაჰიმოვიჩის წინააღმდეგ თამაში ძალიან რთული იყო და ის ძალიან მაღიზიანებდა", - განაცხადა კალაძემ.