ბოლო პერიოდში, საქართველოს ნაკრებისა და "ნაპოლის" ვარსკვლავის, ხვიჩა კვარაცხელიას მომავლის შესახებ ცნობები მოხშირდა.
ქართველის მომავალ გუნდად ყველაზე აქტიურად "პსჟ"-ს განიხილავდნენ, თუმცა გავლენიანი იტალიელი ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო ახალ ინფორმაციას აქვეყნებს.
მისი თქმით, "პარტენოპეი" კვარასთან კონტრაქტის გახანგრძლივებასა და მოლაპარაკებების მომავალ კვირებში დაიწყებას გეგმავს.
ქართველის მხარე პირველ რიგში მომატებულ ხელფასს ითხოვს, რაც დაახლოებით 4-5 მილიონი ევროა.
ასევე ცნობილია, რომ განახლებულ კონტრაქტში შესაძლოა გამოსასყიდი თანხაც ჩაეწეროს.
აურელიო დე ლაურენტისს მომავალ ზაფხულში კვარაცხელიას შენარჩუნება სურს.