თურქი მწვრთნელი ენგინ ფირატი „ევრო 2024“-ის ჯგუფებსა და ევროტურნირზე თურქეთის წარმატების შანსებს გამოეხმაურა:
„თურქეთისთვის შესაფერისი ჯგუფია. ჩვენ აუცილებლად მოვხვდებით ტოპ 2 გუნდს შორის. ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლისას, იღბალი საკმაოდ მნიშვნელოვან როლს თამაშობს. თურქეთის ყველაზე დიდი უპირატესობა ის იქნება, რომ ისინი ფაქტობრივად სახლში ითამაშებენ."
„ევრო 2024“-ის ფარგლებში, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ჯგუფურ ეტაპზე ჩეხეთის, პორტუგალიისა და თურქეთის ნაკრებებს დაუპირისპირდება. საქართველოს ნაკრები ტურნირის პირველ შეხვედრას სწორედ ენგინ ფირატის მიერ ფავორიტად დასახელებულ თურქეთის ნაკრებთან გამართავს, 18 ივნისს. შემდეგ თამაშში ისინი ჩეხეთის ნაკრებს დაუპირისპირდებიან, ხოლო 26 ივნისს პორტუგალიის საფეხბურთო ნაკრებთან გამართავენ შეხვედრას.