„fourfourtwo“-ს წარმომადგენლებმა „ევრო 2024“-ის მწვრთნელების სია შეადგინეს. რეიტინგის მიხედვით, ბოლო ადგილი სერბეთის საფეხბურთო ნაკრების მწვრთნელმა დაიკავა, ხოლო პირველი ადგილი საფრანგეთის წარმომადგენელს, დიდიე დეშამს ერგო.
საზაფხულო ტურნირის მენეჯერების საუკეთესო ხუთეულში ასევე მოხვდნენ ლუჩიანო სპალეტი, იულიან ნაგელსმანი, გარეტ საუთგეიტი და ზლატკო დალიჩი. რეიტინგის მიხედვით, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მწვრთნელი, ვილ სანიოლი საუკეთესო ათეულში ვერ მოხვდა. თუმცა, მან ისეთი ქვეყნის მწვრთნელებს აჯობა, როგორიცაა სერბეთი, ჩეხეთი, პოლონეთი, შვეიცარია, სლოვენია, უკრაინა, რუმინეთი, სლოვაკეთი და ავსტრია.
საერთო ჯამში, ვილ სანიოლი მეთხუთმეტე პოზიციაზე გავიდა, ევროტურნირის მოგების შანსებისა და მის მიერ გაწვრთნილი გუნდის თამაშის ხარისხის მიხედვით.