ესპანეთის მიმდინარე საფეხბურთო ჩემპიონატის გამარჯვებული უკვე ცნობილია. „მადრიდის რეალმა“ ჩემპიონის ტიტული სეზონის დასრულებამდე ორი ტურით ადრე გაიფორმა. თუმცა, ესპანური გრანდის წარმომადგენლებმა თასის აღმართვაზე უარი განაცხადეს.
კარლო ანჩელოტის მოთხოვნით, სამეფო კლუბის ფეხბურთელებისთვის ზეიმზე უფრო მეტად ახლა დასვენებაა საჭირო. აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზი ისაა, რომ „რეალს“ წინ მნიშვნელოვანი მატჩი ელის. ესპანური გუნდი „ჩემპიონთა ლიგის“ ფარგლებში გერმანულ კლუბს, „ბაიერნს“ ხვდება. შესაბამისად, „რეალის“ ფეხბურთელები და ესპანეთის დედაქალაქის მაცხოვრებლები ჩემპიონობას დაპირისპირების შემდეგ აღნიშნავენ.
ესპანური ფეხბურთის ფედერაციასა და „რეალის“ წარმომადგენლებს შორის გამართული კომუნიკაციის თანახმად, „რეალის“ ფეხბურთელები თასს კლუბის საწვრთნელ ბაზაზე აღმართავენ და დაჯილდოების ოფიციალური ცერემონიაც სწორედ აღნიშნულ ლოკაციაზე გაიმართება.