1 კვირის და 5 დღის უკან
ნიკა ზირაქაშვილი
Aa

რა შეუძლია გუნდს კვარას გარეშე? - "ნაპოლის" მწვრთნელმა კლუბის სამომავლო გეგმები გაამხილა და ჭორებს გამოეხმაურა

"ნაპოლი" იტალიის ჩემპიონატის ბოლო ტურში „უდინეზეს“ დაუპირისპირდა და კვლავ ვერ შეძლო 3 ქულის მოპოვება. თამაში ფრედ, 1:1 დასრულდა. ხვიჩა კვარაცხელიამ აღნიშნული მატჩი გამო გამოტოვა, რამაც „ნაპოლის“ შემტევი ხაზის ეფექტურობაზე სერიოზულად იმოქმედა.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, ფრანჩესკო კალცონამ DAZN-ისთვის მიცემულ ინტერვიუში გულწრფელად ისაუბრა:

„მეგონა მეტი შეგვეძლო, თუმცა ეს ასე არ აღმოჩნდა. გუნდის მფლობელებს „ნაპოლის“ მომავალზე უნდა დაველაპარაკოთ, რადგან აშკარად გვაქვს უკეთესი შედეგებისთვის საჭირო კლასი. “

ნაპოლის მწვრთნელმა გუნდის და ხვიჩა კვარაცხელიას ირგვლივ აგორებულ ჭორებზეც გააკეთა კომენტარი: 

„ასეთი წელის შემდეგ ბევრი ჭორი გავრცელდება, მაგრამ ეს არაფერს ამართლებს. ვიმეორებ, რომ ჯერ კიდევ გვაქვს ევროტურნირებზე მოხვედრის შანსი. თუმცა, უფრო მეტის გაკეთებაა საჭირო თამაშების მოსაგებად.“ 

კალცონამ „უდინეზესთან“ დაპირისპირებაში საგოლე შანსების გამოყენებაზეც ისაუბრა და შემტევი ხაზი გააკრიტიკა:

„გუნდი ბურთს კარგად ფლობს, თუმცა ეს ყველაფერი უშედეგოდ სრულდება და უფრო  ეფექტურები უნდა ვიყოთ“

„ნაპოლი“ შემდეგ ტურში „ბოლონიას“ უმასპინძლებს და ევროტურნირებზე მოსახვედრად საჭირო ქულების მოპოვებას კიდევ ერთხელ შეეცდება.

Facebook კომენტარები