გიორგი მამარდაშვილმა ახალ სეზონში „ლივერპულის“ შემადგენლობაში პირველად ითამაშა. ინგლისის ლიგის თასზე მისი გუნდი „ტოტენჰემს“ დაუპირისპირდა და მეტოქე 3:1 დაამარცხა.
ტურნირის 1/16-ფინალურ დაპირისპირებაში „ლივერპული“ მაკალისტერისა (21) და გაკპოს (54) გოლებით დაწინაურდა. ამის შემდეგ „ტოტენჰემმა“ შეუტია და გალაჰერის (69) ზუსტი დარტყმით სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა.
ყველაზე მეტი საქმე მამარდაშვილს სწორედ ამის შემდეგ გამოუჩნდა, თუმცა საქართველოს ნაკრების პირველმა ნომერმა „ლივერპული“ გარდაუვალი გოლისგან ოთხჯერ იხსნა და სათადარიგოთა სკამზე მყოფი მთავარი კონკურენტის, ალისონ ბეკერის ტაშიც დაიმსახურა. აღსანიშნავია, რომ გაშვებული გოლის ეპიზოდში მეტოქემ ქართველი მეკარე დაბლოკა, რასაც მსაჯმა ყურადღება არ მიაქცია და გოლი მაინც ჩათვალა.
„ლივერპულის“ უპირატესობა სობოსლაიმ (90+1) გაზარდა და მატჩის საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა. „ლივერპულის“ მეტოქე ტურნირის 1/8-ფინალში მოგვიანებით გახდება ცნობილი.
ლივერპულის ქომაგები ქართველის თამაშს ეხმაურებიან:
თუ ის ასე გააგრძელებს, აუცილებლად იქნება ძირითადში
უბრალოდ საოცრებაა, ასეთი სეივი ჩემს ცხოვრებაში არ მინახავს, მან ბოლო წუთზე გადაგვარჩინა
დააკვირდით, რამდენად მშვიდი იყო, მომატებული აქვს
სიმშვიდის და სტაბილურობის გარანტიაა, კარგია, რომ არ გავყიდეთ