1 კვირის და 6 დღის უკან
გიორგი სოხაძე
Aa

ეს ყველა რონალდუს ფანს გაუხარდება! - რონალდუმ მადრიდში დაბრუნება დაანონსა!

კრიშტიანუ რონალდუ სხვა მრავალ კომპანიას შორის Binance-ს მთავარი სახეა, ახლახანს კი მათთან ინტერვიუ ჩაწერა.

პორტუგალიელ ვარსკვლავს საინტერესო კითხვები დაუსვეს, მათ შორის იმაზეც, თუ რას აპირებს ის კარიერის დასრულების შემდეგ.

"კიდევ 2-3 წლით მინდა ფეხბურთის თამაში, შემდეგ კი მადრიდში ვაბრუნდები და ჩემს ბიზნესს მივხედავ.

ასევე, მსურს, რომ ფეხბურთთან დაკავშირებული საქმეებიც ვაკეთო. კიდევ რაღაცებზე ვფიქრობ, მაგრამ ამას ჯერ არ ვიტყვი", - განაცხადა რონალდუმ.

Facebook კომენტარები