მთავარმა ფრანგულმა სპორტულმა გაზეთმა L’Équipe-მა დაასახელა ხუთი ფავორიტი 2026 წლის „ოქროს ბურთისთვის“ ბრძოლაში და მათი ფოტოები 15 სექტემბრის გარეკანზე გამოიტანა.
გამოცემის აზრით, გამარჯვებაზე მთავარი კანდიდატები არიან – ინგლისელი ჰარი კეინი (ბაიერნი), არგენტინელი ლიონელ მესი (ინტერ მაიამი), ესპანელი ლამინ იამალი (ბარსელონა), აგრეთვე ფრანგები კილიან მბაპე (რეალი) და უსმან დემბელე (პსჟ).
„ოქროს ბურთის“ გადაცემის ცერემონია 26 ოქტომბერს ლონდონში გაიმართება. გამარჯვებული ვლინდება ფიფა-ს რეიტინგის ტოპ-100 ქვეყნის 100 ჟურნალისტის გამოკითხვის შედეგად.
„ოქროს ბურთის“ მოქმედი მფლობელი გახლავთ უსმან დემბელე.
