7 საათის და 47 წუთის წინ
გიორგი ტვილდიანი
Aa

სამოყვარულო დონეზეა და აი, რატომ ... - რას წერენ თურქი ფანები ლუკა გუგეშაშვილზე

თურქეთის სუპერლიგის მეოთხე ტურში ლუკა გუგეშაშვილის „გიოზთეფე“ „გაზიანთეფს“ შეხვდა. ქართველი მეკარის გუნდი მასპინძლის სტატუსით თამაშობდა და საშინაო კედლებში 2:4 დამარცხდა. გუგეშაშვილს მძიმე მატჩი ჰქონდა. 

ლუკამ ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და პირველ ტაიმში ოთხი გოლი გაუშვა, შესვენებაზე კი მთავარმა მწვრთნელმა შეცვალა. მეოთხე გოლის შემდეგ „გიოზთეფეს“ გულშემატკივრები ქართველ მეკარეს უსტვენდნენ, რაზეც მან რეაგირება მოახდინა, მატჩის შემდეგ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში კი დაწერა, რომ რაც „გიოზთეფეს“ ზოგიერთმა ქომაგმა გააკეთა, გულშემატკივრობა არ ყოფილა.

თურქმა ქომაგებმა ამის შემდეგ გუგეშაშვილის შესახებ წერან სოციალურ ქსელებში დაიწყეს:

გაუშვით ის გუნდიდა, გვარცხვენს

სამოყვარულო დონის მეკარეა, რადგან ასეთ ბურთებს მხოლოდ მეშვიდე ლიგაში უშვებენ

რომ არა მეკარე, არ წავაგებდით

დროა, კარის დარაჯი და დაცვა გამოვცვალოთ