1 საათის და 38 წუთის წინ
გიორგი ტვილდიანი
Aa

VIDEO: არ ავიწყდება - კვარას ჟესტი, როცა მონაკოსთან მატჩში ის შეცვალეს

ლიგა 1-ში ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენმა“ ამჯერადაც ვერ მოიგო. ევროპის მოქმედმა საკლუბო ჩემპიონმა საფრანგეთის ჩემპიონატის მე-3 ტურში „მონაკოს“ უმასპინძლა და 1:2 დამარცხდა.

ქართველი თავდამსხმელი პარიზელთა ძირითად შემადგენლობაში იყო და 68 წუთი ითამაშა. ხვიჩამ მიმდინარე სეზონში პირველი საგოლე მოქმედება ჩაიწერა. მისი პასით 31-ე წუთზე ანგარიში მარკინიოსმა გახსნა, მაგრამ „მონაკომ“ ნაზინიოს (58) და იდუმბო მუზამბოს (72) გოლებით მაინც გაიმარჯვა.

როდესაც მოედნიდან გადიოდა, კვარას ლუის ენრიკესთვის ხელის ჩამორთმევა არ გამორჩენია, რაც ფრანგ ჟურნალისტებს არ გამორჩათ.