5 საათის და 17 წუთის წინ
გიორგი ტვილდიანი
Aa

ცნობილია, რა თანხა გამოიმუშავა ილია სულამანიძემ ლოზანაში ოქროს მედლისთვის

შვეიცარიის ქალაქ ლოზანაში მიმდინარე ძიუდოს გრანდ სლემზე ილია სულამანიძე (100 კგ) ოქროს მედლის მფლობელი გახდა – ქართველმა სპორტსმენმა ფინალში ნიდერლანდელი სიმეონ კატარინა დაამარცხა.

დღესვე ბრინჯაოს მედლისთვის გურამ თუშიშვილი (+100) იჭიდავებს, მისი მეტოქე არაბთა გაერთიანებული საამიროების ნაკრების წევრი მაგომედომარ მაგომედომაროვი იქნება.

გრანდ სლემზე საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ორი ოქროს მედალია – 28 აგვისტოს ტურნირის გამარჯვებული მსოფლიოსა და ევროპის მოქმედი ჩემპიონი, ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ) გახდა.

აღნიშნული გამარჯვებისთვის ილია სულამანიძე 5000 დოლარს მიიღებს, საიდანაც 1000 დოლარი მის მწვრთნელს ერგება.

Facebook კომენტარები