ახალი ზელანდიის რაგბის ეროვნული გუნდი სამხრეთ აფრიკაში გასამართი ტურნესთვის ემზადება. აღნიშნული ტურნე „შავებისთვის“ 30 წლის შემდეგ პირველი იქნება ამ ქვეყანაში.
მსოფლიო რაგბის ორი წამყვანი ქვეყნის შეხვედრებს ქართველი მსაჯი ნიკა ამაშუკელი მოემსახურება. ის ორი მატჩის მთავარი არბიტრი იქნება, სამ დაპირისპირებაში კი გვერდითი მსაჯის როლს მოირგებს.
ამაშუკელი პირველად 15 აგვისტოს სამხრეთაფრიკული კლუბის, „ბულსისა“ და ახალი ზელანდიის შეხვედრას გაუძღვება, ხოლო მოგვიანებით მთავარი არბიტრი უშუალოდ სამხრეთ აფრიკისა და ახალი ზელანდიის მატჩზე იქნება, რომელიც 29 აგვისტოს შედგება.
ნიკა ამაშუკელის შეხვედრები:
ბულსი – ახალი ზელანდია, 15 აგვისტო | მთავარი მსაჯი
სამხრეთ აფრიკა – ახალი ზელანდია, 22 აგვისტო | გვერდითი მსაჯი
ლაიონსი – ახალი ზელანდია, 25 აგვისტო | გვერდითი მსაჯი
სამხრეთ აფრიკა – ახალი ზელანდია, 29 აგვისტო | მთავარი მსაჯი
სამხრეთ აფრიკა – ახალი ზელანდია, 5 სექტემბერი | გვერდითი მსაჯი