4 საათის და 14 წუთის წინ
გიორგი ტვილდიანი
Aa

მატვეი საფონოვის ძალიან მაგარი განცხადება კვარას შესახებ - ასეთი ადამიანია ქართველი

პსჟ-ის მეკარე მატვეი საფონოვმა თავის თანაგუნდელებთან ურთიერთობაზე ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, ქართველ ხვიჩა კვარაცხელიას საკმაოდ კარგად ეწყობა. 

მყავს თუ არა პსჟ-ში მეგობრები, ვისთან ერთადაც შემიძლია ახალი წლის აღნიშვნა? - არიან ფეხბურთელები, რომლებიც უფრო ახლოს არიან. მაგალითად, პორტუგალიელები ერთმანეთს ბავშვობიდან იცნობენ და მოედნის გარეთ ხშირად ხვდებიან. ისინი ძალიან კარგად ეწყობიან. 

მე ძალიან კარგად ვეწყობი ხვიჩა კვარაცხელიას. ის ცოტა რუსულად საუბრობს და ლაპარაკი ინგლისურადაც შეგვიძლია. საოცარი ადამიანია, მეგობრული - თქვა საფონოვმა რუსეთის საფეხბურთო კავშირის Youtube-სთან საუბარში. 

Facebook კომენტარები