ამერიკის საფეხბურთო ჩემპიონატში (MLS) მეჩვიდმეტე ტურის მატჩი გამართა საბა ლოჟანიძის „სოლტ ლეიკ რეალმა“. იგი „სენტ ლუისს“ ესტუმრა და მატჩი ფრედ დაასრულა – 1:1.
ქართველი ფორვარდი მეორე ტაიმის პირველივე წუთზე გამოვიდა მოედანზე და მე-60 წუთზე ეფექტური საგოლე გადაცემით სოლანს გაატანინა.
73-ე წუთზე სენტლუისელმა ჰარტელმა ანგარიში გაათანაბრა და გუნდებმა ქულები გაიყვეს.
„რეალს“ 17 ტურის შემდეგ 27 ქულა აქვს და დასავლეთის კონფერენციაში მეხუთე ადგილზეა.