6 საათის და 15 წუთის წინ
გიორგი ტვილდიანი
Aa

ილია თოფურია - ერთ-ერთი საუკეთესო ადამიანია, ვინც კი ამ სპორტში შემხვედრია. ის საოცარი ბიჭია

ილია თოფურიამ დანიელ კორმიესთან ჩარლზ ოლივეირას შესახებ ისაუბრა:

🗣️ ილია თოფურია: ჩარლზის ნოკაუტში ჩაგდება ისლამის გამო მომიწია

🗣️ დანიელ კორმიე: შეხვედრის წინ შენ ოლივეირას უთხარი: მაპატიე, არ მინდოდა ეს შენთვის გამეკეთებინა. რატომ?

🗣️ ილია თოფურია: იმიტომ, რომ თავდაპირველი გეგმა მსუბუქი წონის ქამრისთვის ისლამ მახაჩევთან დაპირისპირება იყო. როდესაც მან ზედა წონით კატეგორიაში ასვლა გადაწყვიტა, UFC-დან დამირეკეს და მითხრეს, რომ მოწინააღმდეგე ჩარლზი იქნებოდა. სწორედ ამიტომ ვუთხარი... მართლა ძალიან ვწუხვარ. იმიტომ, რომ ეგ ბიჭი მიყვარს. ჩარლზი საოცარი ადამიანია

🗣️ დანიელ კორმიე: ის შესანიშნავი ბიჭია

🗣️ ილია თოფურია: ერთ-ერთი საუკეთესო ადამიანია, ვინც კი ამ სპორტში შემხვედრია. ის საოცარი ბიჭია, ამიტომ მისნაირ ადამიანთან ჩხუბი ცოტა რთული და ცოტა უხერხული სიტუაციაა. ცდილობ, რომ შეიძულო, მაგრამ არ შეგიძლია - მასში არაფერია ისეთი, რის გამოც შეიძულებდი 

Facebook კომენტარები