„ბრენტფორდთან“ მატჩის წინ ისევ ივარჯიშა „ლივერპულის“ მეკარე ალისონმა და კლუბმა საიტზე სურათიც გამოაქვეყნა, მაგრამ გაურკვეველია მისი და მწვრთნელის, არნე სლოტის მომავალი. ადგილობრივი მედია მხოლოდ ვარაუდებით საუბრობს, ანუ იციან, რომ არაფერიც არ იციან.
WinWinAllSports-ი იტყობინება, რომ ალისონთან დაკავშირებით სიტუაცია შეიცვალა - მეკარის გარემოცვის მტკიცებით, ის გუნდში თავს ბედნიერად გრძნობს და არსად წასვლას არ აპირებს.
თუმცა, Thisisanfield-ის ცნობით, „ბრენტფორდთან“, ალბათ, გიორგი მამარდაშვილი ითამაშებს და შემადგენლობასაც ასახელებს: მამარდაშვილი, ფრიმპონგი, კონატე, ვან დეიკი, რობერტსონი, გრავენბერხი, მაკ ალისტერი, სალაჰი, სობოსლაი, ვირცი, გაკპო.
იგივეს წერს Anfield Index-ი და ირწმუნება, რომ ხვალ სლოტი „ენფილდს“ დაემშვიდობება.
სატრანსფერო ექსპერტის, ფაბრიციო რომანოს აზრით, ბევრი რამ დამოკიდებული იქნება იმაზე, გაუძლებს თუ არა ალისონი „იუვენტუსის“ მაცდუნებელ შეთავაზებას - 2+1 სისტემის კონტრაქტს.