2 საათის და 35 წუთის წინ
გიორგი ტვილდიანი
Aa

ვითარება ტრიალდება - დიდი ცვლილება მამარდასთვის ლივერპულში

„ლივერპულის“ მწვრთნელი არნე სლოტი დარწმუნებული იყო, რომ პოსტს შეინარჩუნებდა, მაგრამ როგორც ჩანს, სიტუაცია შეიცვალა.

TeamTalk-ი წერს, რომ სლოტს წამყვან ფეხბურთელებთან ურთიერთობა გაუფუჭდა, ჟურნალისტის გრემ ბეილის მტკიცებით კი ნიდერლანდელთან დამშვიდობება სერიოზულად განიხილება.

მიუხედავად კლუბის მფლობელი Fenway Sports Group-ის მხარდაჭერისა, სლოტის გადაყენების საკითხი გადაწყვეტილია. ამის შესახებ ჟურნალისტი კრის როისი იტყობინება. ოფიციალური განცხადება კვირას, „ბრენტფორდთან“ მატჩის შემდეგ გამოქვეყნდება.

ასე რომ, გიორგი მამარდაშვილს, ალბათ, მომავალ სეზონში ახალი მწვრთნელი ეყოლება.

Facebook კომენტარები