მათე კობახიძე, პირველი ქართველი F4 British Championship-ის ისტორიაში, 2026 წლის სეზონის მეორე რაუნდს პირველი ქულებითა და Rookie-ს პოდიუმით ასრულებს.
მათემ მოახერხა, ტექნიკური პრობლემებითა და ხისტი, დაძაბული ორთაბრძოლებით სავსე, ტურბულენტური ვიქენდი წარმატებად ექცია!
ბოლო 10 წუთში, ცივი გონებითა და უკომპრომისო ტემპით, მათემ პოზიცია პოზიციაზე მოიგო და საბოლოოდ, დასკვნით რბოლაში, P9 და სეზონის პირველი ქულები მოიპოვა, ხოლო Rookie კლასიფიკაციაში კი P3 დაიკავა და British F4-ის პოდიუმზე ავიდა!