ილია თოფურია, UFC-ს სხვა მებრძოლებთან ერთად, თეთრ სახლში დონალდ ტრამპს შეხვდა.
აშშ-ს პრეზიდენტმა იმ მებრძოლებს უმასპინძლა, რომლებიც 15 ივნისს თეთრ სახლში დაგეგმილ UFC-ს ღონისძიებაში მიიღებენ მონაწილეობას. ტურნირი აშშ-ს დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავს მიეძღვნება.
ილია თოფურია ორგანიზაციის მსუბუქი დივიზიონის (70კგ) ქამრისთვის ბრძოლაში ამერიკელ ჯასტინ გეიჯის შეხვდება.
„მადლიერი ვარ, რომ საშუალება გვეძლევა, სპორტის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ღონისძიება ჩავატაროთ. მადლობა უფალს ამ საოცარი დღისთვის და ოვალურ ოფისში ყოფნის დაუვიწყარი გამოცდილებისთვის“, – მიმართა თეთრ სახლში მყოფმა ილია თოფურიამ დონალდ ტრამპს.
29 წლის თოფურია UFC-ს ორი წონის ჩემპიონია. 2024 წლის თებერვალში მან ქვემსუბუქი დივიზიონის (66კგ) ქამრისთვის ბრძოლაში ალექსანდერ ვოლკანოვსკი დაამარცხა. მსუბუქი წონის (70კგ) ჩემპიონი ქართველი 2025 წლის ივნისში გახდა, მან ბრაზილიელ ჩარლზ ოლივეირას სძლია. რაც შეეხება 37 წლის ჯასტინ გეიჯის, ამჟამად ის დივიზიონის დროებით ქამარს ფლობს.