„ლივერპულის“ მეკარემ, ალისონ ბეკერმა, სპეკულაციების საპასუხოდ, სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ახალი ტრავმა არ მიუღია და გეგმავს, აპრილის ბოლოს სათამაშოდ მზად იყოს.
„ახალი ტრავმა არ მიმიღია. მკურნალობის ეტაპზე ვარ და გეგმის მიხედვით, აპრილის ბოლოსთვის სათამაშო ფორმაში ვიქნები“, – დაწერა ალისონმა.
ბრაზილიელმა მეკარემ კუნთი მარტში, სანაკრებო პაუზამდე დაიზიანა. მან „ბრაიტონთან“ მატჩი გამოტოვა და ასევე ეროვნული გუნდის ორი ამხანაგური შეხვედრა.
ალისონ ბეკერის არყოფნაში „ლივერპულის“ კარს გიორგი მამარდაშვილი დაიცავს.