საქართელოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში ესპანეთში პორტუგალიას შეხვდა და 17:19 დამარცხდა.
საქართველოს ნაკრებმა პირველ ტაიმში მეტოქეს ორი ლელო დაუდო, პორტუგალიამ კი ერთი ჯარიმა გაიტანა და მატჩის პირველი ნახევარი „ბორჯღალოსნებმა“ 12:3 მოიგეს.
მეორე ტაიმის სტარტზე პორტუგალიელები გააქტიურდნენ და ორჯერ ზუსტად შესრულებული ჯარიმით სხვაობა შეამცირეს.
პორტუგალიელთა შეტევები უფრო სახიფათო გახდა, ერთ ეპიზოდში კარგი სალელოვე შანსიც ჰქონდათ, მაგრამ ქართველმა მორაგეებმა თავი კარგად დაიცვეს და აქეთ შეძლეს ლელოს დადება – თავი შეცვლაზე შესულმა ბექა გორგაძემ გამოიჩინა – 17:9.