ილია თოფურია UFC-ს ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ღონისძიების მთავარი მონაწილე იქნება. 15 ივნისს ქართველი მებრძოლი ვაშინგტონში, თეთრ სახლში ამერიკელ ჯასტინ გეიჯის მსუბუქი დივიზიონის ქამრისთვის დაუპირისპირდება, – ინფორმაციას ორგანიზაცია ავრცელებს.
აღნიშნულ ბრძოლასთან დაკავშირებით კომენტარი არმან ცარუკიანმაც გააკეთა:
დროის უაზროდ კარგვაა, გეიჯის შანსი არ აქვს, ილია მას დაანოკაუტებს. ჩამსვით ილიასთან ქამრისთვის, ჩემთვის ადვილი საქმე იქნება - ამბობს ცარუკიანი.
დროის უაზროდ კარგვაა, გეიჯის შანსი არ აქვს, ილია მას დაანოკაუტებს. ჩამსვით ილიასთან ქამრისთვის, ჩემთვის ადვილი საქმე იქნება