1 დღის და 2 საათის წინ
გიორგი ტვილდიანი
Aa

გიორგი პაპუაშვილი ყირგიზეთის ჩემპიონ „ბარსის“ ფიზ.მომზადების მწვრთნელად იმუშავებს

ქართველი სპეციალისტი გიორგი პაპუაშვილი ყირგიზეთის ერთ-ერთ საუკეთესო კლუბში, „ბარსში“ ფიზიკური მომზადების მწვრთნელად იმუშავებს.

პაპუაშვილს დიდი გამოცდილება აქვს. თავისი კარიერის მანძილზე არაერთ გუნდში უმუშავია. მოღვაწეობდა თბილისის „ლოკომოტივში“, ხოლო ბოლოს საფეხბურთო კლუბ „სპაერის“ სამწვრთნელო შტაბში იყო, რომელმაც საქართველოს თასი მოიგო.

„ბარსმა“ 2025 წლის სეზონში ყირგიზეთის ჩემპიონატში 61 ქულა დააგროვა და პირველი ადგილი დაიკავა. მზარდი გუნდისთვის ეს ისტორიაში პირველი ტიტული იყო - კლუბის ხელმძღვანელები კიდევ უფრო დიდ მიზნებს ისახავენ, მათ შორის სტრატეგიული განვითარების ნაწილში.

Facebook კომენტარები