1 დღის და 1 საათის წინ
გიორგი ტვილდიანი
Aa

გიორგი ლომთაძე კარიერას ამერიკულ კლუბ „მონტერეი ბეიში“ გააგრძელებს

„დინამო თბილისის“ ფორვარდი გიორგი ლომთაძე კარიერას ამერიკაში გააგრძელებს. 24 წლის ფეხბურთელი კალიფორნიულ კლუბ „მონტერეი ბეიში“ გადავიდა, ინფორმაციას ამასთან დაკავშირებით პოპულარული სამენეჯერო პლატფორმა Transfermarkt ავრცელებს.

ლომთაძე „დინამო თბილისის“ აკადემიის აღზრდილია და ადრეული ასაკიდანვე გამორჩეული იყო. ის საქართველოს U17, U19 და U21 ნაკრებებში თამაშობდა.

გიორგი ლომთაძეს კარიერის განმავლობაში უთამაშია „სამტრედიაში“, გორის „დილაში“, „გაგრაში“ და ისრაელის „ბნეი იეჰუდაში“, ხოლო 2025 წელი კვლავ „დინამო თბილისში“ გაატარა. ამერიკულ გუნდთან კი ხელშეკრულება 1+1 ფორმატით გააფორმა.

„მონტერეი ბეი“ კალიფორნიის შტატის კლუბია, რომელიც 2021 წელს დაფუძნდა და USL Championship-ის დასავლეთ კონფერენციაში ასპარეზობს.

Facebook კომენტარები