ლა ლიგის გასულ ტურში, გიორგი მამარდაშვილის, "ვალენსიამ" "ოსასუნა" ანგარიშით 1:0 დაამარცხა.
აღსანიშნავია, რომ "ღამურებს" სწორედ ქართველმა მეკარემ უკაპიტნა და თვისი გუნდს, ბოლო წუთზე მოგერიებული, პენალტით 3 ქულა მოუტანა.
მამარდამ პრიმერა დივიზიონში მე-12 მშრალი მატჩი ჩაატარა.
თამაშის შემდეგ ვალენსიელი ფანები ქართველის კაპიტნობასა და მაგარ თამაშს გამოეხმაურნენ:
"ჩვენი ოქრო და ბრილიანტი! გთხოვ დარჩი გიო"
"ეს ბიჭი ყველა დროის საუკეთესო გახდება"
"ესპანეთს ახალი მეფეს ჰყავს და ის ქართველია"
"ნამდვილი ბეტმენი, რომ არა მამარდაშვილი ჩვენ გავარდნილები ვიქნებოდით"
"ასეთი კაპიტანი სჭირდება გუნდს! თუ დარჩება ჩვენთან ერთად ბევრ წარმატებას მიაღწევს"
"საიდან გვყავს ასეთი მაგარი ბიჭი? ჩვენ ხელში საიდან მოხვდა?"
"დიდ ფეხბურთს ითამაშებს და თავის სათქმელს იტყვის"