2 საათის და 49 წუთის წინ
ნიკა მშვილდაძე
Aa

მინასიანი კვლავ ვერცხლს დასჯერდა - როგორ დასრულდა მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარობა ტალახაძის წონაში

11 ოქტომბერს, ნორვეგიაში, 2025 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ბოლო, მეათე შეჯიბრის დღე გაიმართა. ამ დღეს მედლები 110 კგ-ზე მეტ მამაკაცთა და 86 კგ-ზე მეტ ქალთა წონით კატეგორიებში გაათამაშეს.

აღსანიშნავია, რომ 110 კგ+ მამაკაცებში ვარაზდატ ლალაიანი ორგზის მსოფლიო ჩემპიონი გახდა. 

26 წლის სპორტსმენმა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა 461 კგ-ით (211+250). ბოლო ცდაზე ლალაიანმა ატაცში 261 კგ-ით ახალი მსოფლიო რეკორდის დამყარება სცადა, მაგრამ ვერ შეძლო შტანგის ზედა ნაწილის დაფიქსირება,

მეორე ადგილი სომხური ძალოსნობის სკოლის კიდევ ერთ წარმომადგენელს - ბაჰრეინის სახელით მოასპარეზე გორ მინასიანს ერგო, რომელმაც ჯამში 447 კგ დააგროვა.



Facebook კომენტარები