საქართველოს ძალოსანთა ნაკრების წევრები რევაზ დავითაძე (94 კგ.) და გურამ გიორბელიძე (67 კგ.) დოპინგის მიღების გამო ხანგრძლივი დისკვალიფიკაციით დაისაჯნენ.
გადაწყვეტილება სპორტულმა საარბიტრაჟო სასამართლომ (CAS) გამოიტანა, რომელმაც საქართველოს ანტი-დოპინგური სააგენტოს მიერ გამოტანილი გამამართლებელი განაჩენი შეცვალა.
აღნიშნული დაადასტურა საქართველოს ძალოსნობის ფედერაციამაც, თუმცა კი, ისიც დაამატა, რომ სპორტსმენთა უდანაშაულობის დასამტკიცებლად და სამართლიანობის აღსადგენად ბრძოლას გააგრძელებს.