1 კვირის და 6 დღის წინ
ნიკა მშვილდაძე
Aa

"კარიერა სწრაფად გადის, ამიტომ ეს უნდა გააკეთოთ" - რა თქვა ლაშა ტალახაძემ

3-გზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა ტალახაძემ ევროპის ძალოსნობის ფედერაციის ოფიციალური ვებ-გვერდის ჟურნალისტთან საინტერსო კომენტარი გააკეთა.

"ახალგაზრდებს ვურჩევდი, რომ იყვნენ მომთმენები. ნიჭი მხოლოდ დასაწყისია, მთავარი ის არის, რასაც აკეთებთ მაშინ, როდესაც არავინ გიყურებთ. 

"ენდეთ თქვენს მწვრთნელებს, მოუსმინეთ თქვენს სხეულს და არასდროს შეწყვიტოთ თქვენი ოცნების რწმენა. 

"არასოდეს შეჩერდეთ მიღწეულზე. კარიერა სწრაფად გადის. ახლა უნდა გააკეთოთ ყველაფერი, რომ უკან სინანულით არ მოიხედოთ. 

"სიამაყით უნდა თქვათ, რომ ფიცარნაგზე თქვენი მაქსიმუმი დადეთ", - თქვა ტალახაძემ.

Facebook კომენტარები