1 საათის და 27 წუთის წინ
Mshvildadze Nikolozi
Aa

რამდენი პროცენტია იმის შანსი, რომ საქართველომ უკრაინა დაამარცხოს

როგორც მოგეხსენებათ, 28 სექტემბერს საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის ეგიდით უკრაინა შეხვდება.

აღნიშნულ მატჩთან დაკავშირებით სუპერკომპიუტერმა პროგნოზი გააკეთა.

მისი ვარაუდით, აღნიშნულ შეხვედრაში საქართველოს ნაკრებს გამარჯვების 35%-იანი შანსი აქვს.

რაც შეეხება მეტოქეს, უკრაინელთა შანსები 37%-ით არის შეფასებული, ხოლო იმის შანსი, რომ თამაში ფრედ დასრულდეს, 28%-ით ფასდება.

აქვე გეტყვით, რომ მატჩი ჩვენი დროით 20:00 საათზე დაიწყება.