28 სექტემბერს საქართველოს ნაკრები დინამო არენაზე უკრაინას უმასპინძლებს.
მატჩის წინა დღეს უკრაინის ნაკრების თავკაცმა, ანდრეა მალდერამ პრესკონფერენცია გამართა:
"პრობლემა გვაქვს მიკოლენკოსთან დაკავშირებით. იარემჩუნკი ახლა კარგად არის.
"მე უფრო ვამახვილებ ყურადღებას მოთამაშებიის ხასიათზე. მსურს, ისინი დავაყენო საუკეთესო პოზიციაზე.
"მთავარია, ჩვენი ბიჭები მოედანზე საუკეთესოდ გამოიყურებოდნენ.
"ხვალ ითამაშებს ტრუბინი. მაგ თემაზე უკვე ვისაუბრეთ, რომ მეორე მატჩში ტრუბინი იდგებოდა.
"ჩვენი გუნდის ყველა ჩვენი მოთამაშე მზად არის, რომ ითმაშოს თავის პოზიციაზე.
"რა თქმა უნდა, გუნდში მწვრთნელი როცა იცვლება, ეს ფეხბუთელებზე ძალიან მოქმედებს. გუნდი ემოციურად რეაგირებს ამაზე, მაგრამ ჩვენ ახლა თამაშზე ვფიქრობთ.
"რაც შეეხება ხვიჩა კვარაცხელიას, ის არის ჩვენი ზაბარნის პარტნიორი პსჟ-ში და ვთვლი, რომ ხვიჩა ოქროს ბურთს იმსახურებს.
"ბოლო მატჩში საქართველომ წააგო, თუმცა ვთვლი, რომ ისინი წაგებას არ იმსახურებდნენ.
"რაც შეეხება ზაბარნის, ხვიჩა და ის ხვლა ოპონენტი იქნებიან. ზაბარნიმ მითხრა, რომ კვარაცხელიას გაჩერება რთული იქნება.
"რაც შეეხება ქართულ ფეხბურთს, მე ვარ იტალიელი და ბევრი ქართველი იტალიაში წარმატებით თამაშობს და ვიცი, რომ ისინი არიან ძალიან ძლიერებია და ტექნიკურები", - თქვა მალდერამ.